ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, უკრაინის სუვერენულობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისას გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცის და გამბედაობის გამო 76 უკრაინელი სამხედრო სხვადასხვა მედლები და ორდენებით დაჯილდოვდა.
სამხედროთა სიას უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებს. მათგან 35-ს ჯილდო დაღუპვის შემდეგ მიენიჭა.
სხვადასხვა სამხედროს ბოგდან ხმელნიცკისა და სიმამაცის ორდენები და უკრაინისადმი სამხედრო მსახურებისა და სამშობლოს დამცველის მედლები გადაეცათ.