logo
ENG



უკრაინის რადამ თავდაცვის მინისტრის პოსტიდან რეზნიკოვის გათავისუფლებას მხარი დაუჭირა

05 სექ 202315:47
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/05/jk0lbz0lanmq7b4.jpg

უკრაინის რადამ თავდაცვის მინისტრის პოსტიდან რეზნიკოვის გათავისუფლებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, რეზნიკოვის გადაყენებას პარლამენტის 327-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

3 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოლექსი რეზნიკოვი თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადააყენა. მან განაცხადა, რომ "ახალი მიდგომების" დროა.

ზელენსკის თქმით, თავდაცვის მინისტრის პოსტს რუსტემ უმეროვი დაიკავებს, რომელიც ამჟამად, უკრაინის სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელია. პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინის რადა უმეროვის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.

ოლექსი რეზნიკოვი თავდაცვის მინისტრის პოსტს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე იკავებდა.


close დახურვა