logo
ENG



უკრაინის საგარეო: გერმანიაში დაკავებული კალანდაძის საქმეში უკრაინელი კონსულები ჩაერთნენ

21 დეკ 202100:35
3 წუთის საკითხავი
 
2021/12/21/3sj7210zvedgfk9.jpeg

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრის სპიკერის, ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებით, საქართველოს გენშტაბის ყოფილი უფროსის, გიგი კალანდაძის საქმეში უკრაინელი კონსულები ჩაერთნენ. ინფორმაციას Ukrayinska Pravda ავრცელებს.

ნიკოლენოს თქმით, გიგი კალანდაძე უკრაინის მოქალაქეა და მათ კონსულებს უკვე აქვთ კომუნიკაცია გერმანელ სამართალდამცავებთან, რათა დაადგინონ დაკავების მიზეზები და კალანდაძეს დახმარება აღმოუჩინონ. საქმეში ჩართულია დაკავებულის იურისტიც. 

"უკრაინის საელჩო გერმანიაში ინფორმირებულია 19 დეკემბერს უკრაინის მოქალაქის გიორგი კალანდაძის დაკავების შესახებ", - ამბობს ნიკოლენკო.  

საქართველოს გენშტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე ბერლინში 19 დეკემბერს დააკავეს.

20 დეკემბერს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ გენერალური პროკურატურა გერმანულ მხარეს გიგი კალანდაძის საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნით მიმართავს.

პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ რომ კალანდაძე პასუხისგებაში მიცემულია თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის და წამებისთვის, რაც მიზნად ე.კ.-სგან ტერორისტული აქტის აღიარებას ისახავდა.


close დახურვა