logo
ENG



უკრაინის საგარეო: რუსეთი G20-დან უნდა გაიწვიონ, პუტინის მიწვევა კი გააუქმონ

01 ნოე 202214:44
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/01/4bmhovo5joi8t95.jpg

უკრაინაში აცხადებენ, რომ რუსეთმა დიდი ოცეული (G20) უნდა დატოვოს, ხოლო ვლადიმირ პუტინის მიწვევა სამიტზე უკან უნდა გაიწვიონ. ამის შესახებ ტვიტერზე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ დაწერა.

"პუტინმა საჯაროდ აღიარა, რომ მშვიდობიან მოსახლეობასა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო დარტყმების ბრძანება გასცა. იდაყვებამდე სისხლში მოსვრილს, მას არ უნდა მიეცეს მსოფლიო ლიდერებთან ერთად  მაგიდასთან დაჯდომის საშუალება. ბალის სამიტზე პუტინის მიწვევა უკან უნდა გაიწვიონ, რუსეთი კი გარიცხონ", - განაცხადა პრესმდივანმა.

2022 წელს დიდი ოცეულის სამიტი ინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე გაიმართება. როგორც ცნობილია, რუსეთი აპირებს, სამიტს დაესწროს.


close დახურვა