logo
ENG



უკრაინის საგარეო: რუსიფიკაცია და არა მითური "უკრაინიზაციაა" რეალური საფრთხე საქართველოსთვის

18 აპრ 202417:59
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/18/o2ydlnmhv5qx5zz.jpg

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს "უცხო გავლენის გამჭირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებული შიდაპოლიტიკური სიტუაციის გამწვავებით.

"მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, პატივი სცენ საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი საპროტესტო აქციის უფლებას და სიტუაციიდან გამოსავალი ეძიონ კონსტრუქციული დიალოგის გზით.

მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში, აუცილებელი პირობაა ქვეყნის ევროპული მომავლის ასაშენებლად.

აღშფოთებას იწვევს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის კომენტარები „უკრაინიზაციის“ საფრთხესთან დაკავშირებით, რომლის წინააღმდეგაც, თითქოსდა აღნიშნული კანონპროექტი არის მიმართული.

ჩვენი ქვეყნის სახელის ასეთ უპატივცემულო კონტექსტში გამოყენება დამატებით ზიანს აყენებს ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს. რუსიფიკაცია და არა მითური „უკრაინიზაცია“ რეალური საფრთხეა საქართველოსთვის.

უკრაინა დაინტერესებულია საქართველოში მშვიდობიანი და მეგობრული ატმოსფეროთი, ყოველთვის მტკიცედ უჭერდა მხარს და აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - აღნიშნულიია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


close დახურვა