უკრაინის სასაზღვრო სამსახურის განცხადებით, რუსმა სამხედროებმა ბრძოლით გაარღვიეს უკრაინის საზღვარი და ამ გზით შევიდნენ კიევის ოლქში, ქვეყნის ტერიტორიაზე. კიევის ოლქს ჩრდილო-დასავლეთიდან ბელარუსი ესაზღვრება.
BBC-ის რუსული სამსახური იუწყება, რომ სასაზღვრო ქვედანაყოფები გადანაწილებულია სარეზერვო პოზიციებზე და თანამშრომლობენ უკრაინის არმიასთან და ეროვნულ გვარდიასთან.