logo
ENG



უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური: ბახმუტში ბრძოლა გრძელდება, სიტუაცია კონტროლის ქვეშაა

18 აპრ 202312:32
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/18/r1srqya0jy4v3xl.jpg

უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის, ოლექსანდრ სირსკის განცხადებით, ბახმუტში ბრძოლა გრძელდება, თუმცა სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

"საომარი მოქმედებების ეპიცენტრი რჩება ბახმუტის მიმართულება, მტერი აქ დიდი ძალისხმევის კონცენტრირებას ახდენს. მათ აქვთ მიზანი, ნებისმიერ ფასად აიღონ ქალაქი.

ახლა მტერი მძიმე არტილერიის გამოყენების ინტენსივობას და საჰაერო დარტყმების რაოდენობას ზრდის, ქალაქს ნანგრევებად აქცევს. ამავდროულად, ჩვენი მებრძოლები მტერს მნიშვნელოვან ზარალს აყენებენ და მათ შეტევითი მოქმედებების ჩატარებაში ხელს უშლიან. ბახმუტისთვის ბრძოლები გრძელდება, სიტუაცია ამ დროისთვის კონტროლს ექვემდებარება", - თქვა უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა.

სირსკის თქმით, ოკუპანტები შეტევით ოპერაციებს ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით აწარმოებენ, მაგრამ უმეტესად მტრის ოპერაციები წარუმატებელია. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ კუპიანსკის მიმართულებით მტრის მხრიდან შეტევითი ოპერაციების ჩატარების მცდელობები იყო, მაგრამ უკრაინელმა დამცველებმა მათი თავდასხმების მოგერიება შეძლეს.


close დახურვა