უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის, იური იგნატის განცხადებით, სამხრეთით ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს.
"ჩვენი ჯარების ინტენსიური შეტევითი ოპერაციები მიმდინარეობს. ამის გამო, მტერი მეტ თვითმფრინავს იყენებს. კერძოდ, თავდასხმის თვითმფრინავებსა და ვერტმფრენებს," - თქვა უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა.
იგნატის თქმით, მტრის თვითმფრინავების ჩამოგდებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გერმანულმა IRIS-T სისტემამ. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინელი სამხედროების მიერ რუსული ძალების თვითმფრინავების ჩამოგდების შემთხვევები გახშირდა.
დღეს უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ განაცხადა, რომ უკრაინელებმა ხერსონის ოლქიდან კიდევ ერთი რუსული Су-25 ჩამოაგდეს. 22 ოქტომბერს, უკრაინელმა სამხედროებმა სამხრეთით ორი რუსული Ka-52 ვერტმფრენი გაანადგურეს.
უკრაინის შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, მტრის ჯამური საბრძოლო დანაკარგი 24 თებერვლიდან არის დაახლეობით 277 თვითმფრინავი და 260 ვერტმფრენი.