logo
ENG



უკრაინის საჰაერო ძალები: გუშინ ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 20-ივე დრონი ჩამოვაგდეთ

17 დეკ 202310:31
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/17/1o5herogxxmhi0f.jpg

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 20-ივე დრონი ჩამოაგდეს.

"17 დეკემბრის ღამეს უკრაინის საჰაერო ძალებმა 20 Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი და X-59 მართვადი რაკეტა ჩამოაგდეს.

ყველა საჰაერო სამიზნე განადგურდა ოდესის, ხერსონის, ზაპოროჟიესა და ხმელნიცკის რეგიონებში", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა