უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 37 დრონიდან 33 ჩამოაგდეს.
"გუშინ ღამით რუსეთმა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ტერიტორიას შეუტია. მათ გამოიყენეს 1 S-300 საზენიტო მართვადი რაკეტა, 2 Kh-59 მართვადი თვითმფრინავი და 37 უპილოტო საფრენი აპარატი.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა მტრის 33 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. დრონები განადგურდა კიროვოგრადის, ოდესის, ხერსონის, ნიკოლაევისა და ხარკივის რეგიონებში", - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.