უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის, იური იგნატის განცხადებით, უკრაინელები მზად არიან რუსეთის შემდეგი სარაკეტო დარტყმისთვის.
"რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ. ჩვენ ვემზადებით დარტყმისთვის, წარსული დარტყმის შემდეგ. ყველა თავდაცვის ძალები, არა მხოლოდ საჰაერო ძალები, არამედ ყველა, ვინც იცავს საჰაერო სივრცეს. მთელი თავდაცვის ძალები ელოდება, ემზადება, ძლიერდება. დამატებითი დახმარება მოდის", - თქვა უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა.
ოქტომბრის დასაწყისიდან, რუსებმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე უკვე ცხრა მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელეს.
დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, რუსეთს რაკეტები უკრაინაზე 2-3 მასიური დარტყმისთვის დარჩა, რის შემდეგაც მარაგი ამოიწურება. ამასთან, მან აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციამ უკვე შეამცირა მსგავსი ტერაქტების ინტენსივობა.