logo
ENG



უკრაინის საჰაერო ძალები: ოკუპანტებმა უკრაინის მიმართულებით დღეს 100-მდე რაკეტა გაისროლეს

15 ნოე 202221:30
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/15/l0jku0sfz3npbp4.jpg

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, 15 ნოემბერს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის მიმართულებით 100-მდე რაკეტა გაისროლეს.

საჰაერო ძალების სპიკერის იური იგნატის ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ დღეს გასროლილი რაკეტების რაოდენობამ გადააჭარბა 10 ოქტომბრის მასობრივ სარაკეტო იერიშს, როდესაც დამპყრობლებმა 80 რაკეტა გაისროლეს.

"დიახ - ეს მასობრივი სარაკეტო დარტყმაა. დიახ, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები პირველი სამიზნეა. მაგრამ, როგორც ვხედავთ, რაკეტები საცხოვრებელ კორპუსებსაც მოხვდა", - თქვა მან.

იგნატის თქმით, დღევანდელ მასობრივ თავდასხმაში რუსული სტრატეგიული ავიაციის თვითმფრინავები მონაწილეობდნენ. ჩამოგდებულ რაკეტებს შორისაა Kh-101 და Kh-555. ასევე, ოკუპანტებმა გამოიყენებს საზღვაო კალიბრის რაკეტები.

იური იგნატის განცხადებით, ჩამოგდებული რაკეტების ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

რუსმა ოკუპანტებმა დღეს კიევი და კიევის ოლქი, ასევე უკრაინის სხვა ქალაქები დაბომბეს. დედაქალაქზე მიტანილი საჰაერო იერიშის შედეგად ორი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. ასევე, წინასწარი ინფორმაციით, კიევში საჰაერო თავდასხმებს 1 ადამიანი ემსხვერპლა.


close დახურვა