logo
ENG



უკრაინის საჰაერო ძალები: ოქტომბერში მტერმა 15 "კალიბრი" გამოიყენა, დეფიციტს განიცდიან

14 ნოე 202216:09
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/14/qylwdgxavs8l0z0.jpg

უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის, იური იგნატის განცხადებით, ოქტომბერში რუსებმა 15 საკრუიზო რაკეტა "კალიბრი" გამოიყენეს, რის გამოც მტერი დეფიციტს განიცდის.

"ოქტომბერში არც ისე ბევრი იყო გამოყენებული, ფაქტობრივად, 15 "კალიბრამდე" გამოიყენეს ერთი თვის განმავლობაში. აშკარაა, რომ მტერს ამ რაკეტების დეფიციტი აქვს. მათი სწრაფად დამზადება შეუძლებელია", - თქვა უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა.

იგნატის თქმით, საოკუპაციო ძალები აგრძელებენ ფრონტის ხაზის რეგიონების მუდმივ დაბომბვას საარტილერიო და S-300 სამხედრო კომპლექსებით.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა