უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, უკრაინელებმა რუსული თვითმფრინავი Су-34 ჩამოაგდეს.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური, ნიკოლაი ოლეშუკი ავრცელებს.
"დღეს დილით აღმოსავლეთის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა კიდევ ერთი რუსული თვითმფრინავი Су-34 ჩამოაგდეს", - ნათქვამია უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებაში.
მანამდე, 23 თებერვალს უკრაინელებმა რუსული თვითმფრინავი, A-50 ჩამოაგდეს. 17 თებერვალს კი უკრაინის საჰაერო ძალებმა სამი რუსული თვითმფრინავი, ორი Су-34 და ერთი Су-35 ჩამოაგდეს.