logo
ENG



უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსების მიერ გაშვებული 22 რაკეტა და 20 დრონი გაანადგურეს

02 სექ 202412:21
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/02/zp1xxzyhclyykbr.jpg

უკრაინის საჰაერო ძალების პრესსამსახურის ცნობით, 2 სექტემბრის ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 9 ბალისტიკური რაკეტა, 13 ფრთოსანი რაკეტა და 20 დრონი გაანადგურეს.

უწყება ამბობს, რომ ოკუპანტებმა ბალისტიკური, ფრთოსანი და საზენიტო მართვადი რაკეტების გამოყენებით სარაკეტო შეტევა კიევის, სუმისა და ხარკოვის რაიონებზე განახორციელეს.

იერიშის დროს გამოყენებული იყო:

  • 16 ისკანდერის ტიპის ბალისტიკური რაკეტა;
  • 14 ფრთოსანი რაკეტა X-101;
  • 4 საზენიტო მართვადი რაკეტა C-300/C-400;
  • ერთი გაურკვეველი ტიპის რაკეტა;
  • 23 შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი;

სარაკეტო იერიშის შედეგად კიევის 3 რაიონში ხანძარი გაჩნდა. ქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

 


close დახურვა