logo
ENG



უკრაინის ქალაქ ვინნიცაში სარაკეტო თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა

14 ივლ 202214:23
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის პრეზიდენტის მოადგილის, კირილო ტიმოშენკოს განცხადებით, ქალაქ ვინნიცაში სარაკეტო თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 1 ბავშვია.

ტიმოშენკოს თქმით, ცენტრალურ უკრაინაში, ვინნიცაში მდებარე შენობებს რუსულმა ძალებმა 3 რაკეტა ესროლეს, დაზიანებულია მიმდებარე საცხოვრებელი კორპუსებიც. როგორც უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური აცხადებს, ადგილზე 90 მაშველი მუშაობს.

"ოკუპანტების კიდევ ერთი დანაშაული ჩვენს მშვიდ ქალაქში", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის მოადგილემ.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა