logo
ENG



უკრაინის ქალაქ მიკოლაივზე რუსულმა ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს

21 ივლ 202214:47
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/21/hjrc10dohr007bi.jpg

უკრაინის ქალაქ მიკოლაივის მერის, ოლექსანდრ სიენკევიჩის განცხადებით, გუშინ ღამით მიკოლაივზე რუსულმა ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს.

სიენკევიჩის ცნობით, რუსულმა ძალებმა ქალაქს 7 რაკეტა ესროლეს, რის შედეგადაც ინფრასტრუქტურული ობიექტები დაზიანდა. როგორც ქალაქის მერი აღნიშნავს, სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მიკოლაივის მერი აცხადებს, რომ თვეების განმავლობაში რუსული დაბომბვის შედეგად ქალაქში 121 ადამიანი დაიღუპა და 680-მდე კერძო სახლი დაზიანდა. სიენკევიჩი მშვიდობიან მოსახლეობას ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდებს, რადგან მისი თქმით, მიკოლაივი გამუდმებით იბომბება.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა