logo
ENG



უკრაინის ქალაქ ნიკოპოლში რუსული დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

20 ივლ 202212:10
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/20/g308gnthu9fp8e3.jpg

ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ბრაჩუკის განცხადებით, უკრაინის ქალაქ ნიკოპოლში რუსული დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.

ბრაჩუკის თქმით, სამხრეთ უკრაინის ქალაქ ნიკოპოლში 9 ადამიანი დაშავდა, რომელთა შორისაც 4 ბავშვია. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ დაბომბვის შედეგად 3 სახლი დაინგრა, 12 კი დაზიანდა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა. უკვე რამდენიმე კვირაა, ძირითადმა საბრძოლო მოქმედებებმა უკრაინის სამხრეთ ნაწილში გადაინაცვლა.


close დახურვა