უკრაინის შეიარაღებული ძალები ბელარუსის მოსახლეობას მიმართავს და მოუწოდებს, არ ჩაერთოს რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ. რუსულენოვანი ვიდეო შეიარაღებული ძალების გენშტაბის სტრატეგიული კომუნიკაციის გვერდზე გამოქვეყნდა.
"უკრაინის შეიარაღებული ძალები მიმართავს ბელარუს ხალხს! საუკუნეების განმავლობაში ჩვენს ხალხებს აკავშირებდა მეგობრობა და კეთილმეზობლური ურთიერთობა, ჩვენს ისტორიაში არაერთხელ ვიბრძოდით საერთო მტრების წინააღმდეგ, ყოველთვის მხარს ვუჭერდით ერთმანეთს და ვცხოვრობდით მშვიდობიანად. დღეს თქვენი ხელმძღვანელობა ემზადება შეუერთდეს რუსეთის შეიარაღებულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, აპირებს ბელარუსი ხალხი ბინძურ ომში ჩაითრიოს, სისხლით და სიკვდილით შეღებოს", - აღნიშნულია მიმართვაში.
შეიარაღებულ ძალებში აღნიშნავენ, რომ უკრაინა არასდროს ემუქრებოდა ბელარუსს, ხოლო 24 თებერვლის შემდეგ "არასდროს უპასუხია" იმაზე, რომ ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინას თავს ესხმიან:
"თუ ბელარუსი მხარს დაუჭერს რუსულ აგრესიას, ჩვენ ვუპასუხებთ. ისევე მკაცრად ვუპასუხებთ, როგორც პასუხს ვაძლევთ უკრაინის ტერიტორიების ყველა ოკუპანტს".
უკრაინა მოუწოდებს ბელარუს ხალხს, არ შეასრულონ ბრძანებები ომში ჩაბმის შესახებ და არ გაინაწილონ ომზე პასუხისმგებლობა რუსეთთან ერთად.