logo
ENG



უკრაინის შსს: ამ ეტაპზე ომის ყველაზე ცხელი წერტილები სევეროდონეცკსა და სლავიანსკშია

04 ივნ 202211:24
3 წუთის საკითხავი
 
უკრაინის შსს: ამ ეტაპზე ომის ყველაზე ცხელი წერტილები სევეროდონეცკსა და სლავიანსკშია

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე ომის ყველაზე ცხელი წერტილები სევეროდონეცკსა და სლავიანსკშია.

მინისტრის მრჩევლის, ვადიმ დენისენკოს განცხადებით, სევეროდონეცკში ვითარება ძალიან რთულია - ოკუპანტებმა ქალაქში ჯარისკაცების მნიშვნელოვანი რაოდენობა შეიყვანეს. 

"რუსები ახლა აქ ახდენენ ძალების მაქსიმალურ მობილიზებას. სევეროდონეცკშია 20-ზე მეტი ტაქტიკური ბატალიონი, თითოეულ ბატალიონში 600-800 ადამიანია, ასევე, არის 30-ზე მეტი ჯავშანტრანსპორტიორი, 10 ტანკი და ა.შ". - ამბობს დენისენსკო

რუსული ჯარები სევეროდონეცკში 30 მაისს, სასტიკი ბრძოლების შემდეგ შევიდნენ. ამ დროის მონაცემებით, მათ ქალაქის 50% აქვთ დაკავებული. 

ქუჩაში სასტიკი სამხედრო დაპირისპირებები გრძელდება. 


close დახურვა