logo
ENG



უკრაინის ცნობით, ბოლო ერთ დღეში რუსებმა ხერსონის რეგიონი 46-ჯერ დაბომბეს

04 დეკ 202216:43
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/04/95oatu0s0jysr9c.jpg

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იაროსლავ იანუშევიჩის განცხადებით, ბოლო ერთ დღეში რუსებმა ხერსონის რეგიონი 46-ჯერ დაბომბეს.

"რუსებმა კიდევ ერთხელ დაბომბეს ხერსონის საცხოვრებელი უბნები. დაზიანებულია ქალაქის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც", - თქვა ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

იანუშევიჩის თქმით, გასული დღის განმავლობაში, რუსული ძალების მხრიდან დაბომბვის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, რეგიონის ორი მცხოვრები კი დაშავდა.

11 ნოემბერს, უკრაინელი სამხედროები ხერსონში შევიდნენ, რომელიც რუსების მიერ იყო ოკუპირებული უკრაინაში მათი სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღეებიდან. უკრაინის ცნობით, მას შემდეგ, რაც რუსმა სამხედროებმა ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპირო დატოვეს, მათ რეგიონის ყოველდღიური დაბომბვა დაიწყეს.


close დახურვა