logo
ENG



უკრაინის ცნობით, ენერგოდარში რუსებმა პროვოკაცია გააძლიერეს

07 ოქტ 202219:03
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/07/djwunpooli19o83.jpg

ენერგოდარის მერის, დმიტრი ორლოვის განცხადებით, ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ენერგოდარში რუსებმა პროვოკაცია გააძლიერეს.

"ენერგოდარში რუსებმა პროვოკაცია გააძლიერეს! ამჟამად ვრცელდება ინფორმაცია ძლიერი დაბომბვის შესახებ, რამაც გამოიწვია ელექტროენერგიის უეცარი გათიშვა. დენის პარალელურად, გაქრა წყალმომარაგებაც. ქალაქში ინტერნეტი არ არის," - თქვა ორლოვმა.

7 სექტემბერს, ენერგოდარის მერმა განაცხადა, რომ ქალაქი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა და თვეების განმავლობაში ენერგოდარში ხალხი ყველაზე მეტად განიცდის რუსული პროვოკაციების შედეგებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

პუტინმა და მარიონეტმა ლიდერებმა უკრაინის 4 რეგიონის: ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუჰანსკის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ხელი 30 სექტემბერს მოაწერეს.

27 სექტემბერს, უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ოთხ ტერიტორიაზე, დონეცკში, ლუჰანსკში, ხერსონსა და ზაპორიჟიეში ე.წ. რეფერენდუმები დასრულდა. უკრაინა და დასავლეთი არალეგიტიმურ რეფერენდუმს არ აღიარებს. 


close დახურვა