logo
ENG



უკრაინის ცნობით, ინტენსიური საომარი მოქმედებები სევეროდონეცკში გრძელდება

14 ივნ 202213:24
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/14/cjuo2ii051255mp.jpg

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის, ოლექსანდრ მოტუზიანიკის განცხადებით, სევეროდონეცკში ინტენსიური ბრძოლები გრძელდება.

"სევეროდონეცკში ინტენსიური ბრძოლები გრძელდება, სადაც უკრაინის ჯარები რუსეთის შეტევის მოსაგერიებლად იბრძვიან.

რუსული ძალები, რომლებიც ქალაქის ცენტრს უკვე აკონტროლებენ, არტილერიას და მრავალ სარაკეტო სისტემას აქტიურად იყენებენ," - განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა.

მოტუზიანიკის თქმით, რუსული ძალები უკრაინული ჯარების ალყაში მოქცევას ცდილობენ. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ მტერი შეიარაღებული ძალების ქვეით ნაწილებში მნიშვნელოვან ზარალს განიცდის, წინ კი მხოლოდ თვითმფრინავების გამოყენებით მიიწევენ.


close დახურვა