logo
ENG



უკრაინის ცნობით, რუსებმა სამხრეთ უკრაინის რამდენიმე რეგიონი დაბომბეს

07 ივლ 202213:49
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/07/k5v915vtgmjjanf.jpg

უკრაინელი ოფიციალური პირების თქმით, რუსულმა ძალებმა მიკოლაივის და ხერსონის რეგიონების საზღვრის გასწვრივ მდებარე ტერიტორიები დაბომბეს.

"ბერეზნეჰუვატეს დასახლების საკონტაქტო ხაზის გასწვრივ სოფლების დაბომბვა მოხდა," - აცხადებენ რეგიონულ სამხედრო ადმინისტრაციაში.

ადმინისტრაციის ცნობით, ბოლო დღეებში რუსული ძალების სამიზნეს მდინარე დნიპროს შესართავთან მდებარე რამდენიმე ქალაქი და სოფელი წარმოადგენდა. ამასთან, ისინი აღნიშნავენ, რომ ინტენსიურმა ბრძოლებმა რამდენიმე რეგიონში, მათ შორის ხერსონში ხანძარი გააჩინა.

"ბევრ დასახლებულ პუნქტში მეხუთე თვეა წყალი და დენი არ არის, ამიტომ ხანძრის ჩაქრობა რთულდება," - თქვეს უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა.


close დახურვა