logo
ENG



უკრაინის ცნობით, რუსული ძალების ძალისხმევა დონეცკის ოლქის ქალაქ სივერსკიზეა მიმართული

18 ივლ 202213:25
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/18/qzapgd6ui6mhczj.jpg

უკრაინელი სამხედროების თქმით, რუსული ძალების ძირითადი ძალისხმევა დონეცკის ოლქზეა მიმართული, ხოლო ქალაქი სივერსკი მათი უშუალო პრიორიტეტია.

"მტერი თავისი ძირითადი ძალისხმევის ფოკუსირებას და კონტროლის დამყარებას ქალაქ სივერსკიზე აგრძელებს, ბახმუტის მიმართულებით კი წინსვლის მცდელობებს," - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა.

გენერალური შტაბის ცნობით, რუსების წინსვლის მცდელობა სივერსკის მიმართულებით ჩაიშალა. ამასთან, ისინი აღნიშნავენ, რომ ბახმუტის სამხრეთ ნაწილში რუსულმა ძალებმა რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაბომბეს, ფრონტის ხაზებიდან მოშორებით კი რამდენიმე ქალაქზე სარაკეტო და საჰაერო დარტყმები განახორციელეს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა. უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ძირითადმა საბრძოლო მოქმედებებმა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში გადაინაცვლა.


close დახურვა