logo
ENG



უკრაინის ცნობით, უკრაინელი სამხედროები რაბოტინოსთან 1,5 კმ-ით დაწინაურდნენ

10 სექ 202314:16
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/10/jvrxt2ivwjpr8lz.jpg

ტავრიის თავდაცვის ძალების ერთობლივი პრეს-ცენტრის სპიკერის, ოლექსანდრ შტუპუნის განცხადებით, უკრაინელი სამხედროები რაბოტინოსთან 1,5 კმ-ით დაწინაურდნენ.

"ჩვენ ვაგრძელებთ მცირე წინსვლას რაბოტინოში, სადაც დამატებით 1,5 კვადრატული კილომეტრი გავათავისუფლეთ.

ამასთან, უკრაინის თავდაცვის ძალები მტრის თავდასხმებს მარინკას მიმართულებით აკავებენ.  მარინკას მიმართულებით უკრაინელმა სამხედროებმა რუსული ძალების 15-მდე თავდასხმა მოიგერიეს", - აღნიშნა მან.

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტავრიის მიმართულებით 1 კილომეტრით წინ წაიწიეს. არსებული ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა მტრის საბრძოლო მასალის 6 საცავი გაანადგურეს.


close დახურვა