logo
ENG



უკრაინის ცნობით, ქალაქ მიკოლაივში უკრაინელი სამხედროები კონტრშეტევისთვის ემზადებიან

27 ივლ 202215:37
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/27/x6lc2odpuoxxfsn.jpg

მიკოლაივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ქალაქ მიკოლაივში კონტრშეტევისთვის ემზადებიან.

კიმის თქმით, რუსი ოკუპანტები უკრაინელი სამხედროების შეკავებას ცდილობენ და სამოქალაქო ობიექტებს თავს ესხმიან. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, მიკოლაივის რეგიონში, რუსული ძალების მხრიდან სარაკეტო და საარტილერიო თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.

"რეგიონში ვითარება კონტროლს ექვემდებარება. უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევისთვის ემზადებიან," - განაცხადა მიკოლაივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა