logo
ENG



უკრაინის ძალების ცნობით, ხარკივში ოკუპანტებისგან 20-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს

08 სექ 202216:57
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/08/r2gthe3ul6xhsyd.jpg
UNIAN

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, უკრაინამ ხარკივის რეგიონში 20-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მთავარი ოპერაციული დირექტორატის წარმომადგენლის, ოლექსეი გრომოვის ცნობით, ხარკივის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ეროვნული გვარდიის დანაყოფებთან ერთად ამ კვირაში დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების მიზნით ოპერაცია დაიწყეს.

„ამჟამად, სამხედრო დანაყოფებმა მტრის თავდაცვა 50 კმ-მდე გაარღვიეს. გაფილტვრის ოპერაცია მრავალ დასახლებაში გრძელდება. აქტიური ოპერაციიების მსვლელობისას, ხარკივის მიმართულებით 20-ზე მეტი დასახლება გათავისუფლდა“ - განაცხადა გრომოვმა.

ომის კვლევის ინსტიტუტის ცნობით კი ხარკივთან ახლოს უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევითი ოპერაციები წარმატებულია. მათი ინფორმაციით, უკრაინის ძალები კუპიანსკის მიმართულებით სულ მცირე 20 კმ-ით დაწინაურდნენ.


close დახურვა