logo
ENG



უკრაინის ხელისუფლება სევეროდონეცკის ევაკუაციას აგრძელებს

14 ივნ 202211:47
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/14/0wed4qxdqpf9037.jpg

უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ ისინი აგრძელებენ სევეროდონეცკიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას "უკიდურესად გამწვავებული" ბრძოლის დროს.

სამი მთავარი ხიდიდან მესამე სევეროდონეცკში  გაუვალად მიიჩნია რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, თუმცა ხელისუფლება აცხადებს, რომ მათ ჯერ კიდევ აქვთ ქალაქში შევსლისა და გამოსვლის გზები. 

"საკმაოდ რთულია ქალაქთან დასაკავშირებელი გზების გამონახვა, მაგრამ ისინი არსებობს". - განუცხადა უკრაინულ ტელევიზიას სევეროდონეცკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე სტრუიკმა. მისი თქმით, ევაკუაცია ხდებოდა "ყოველ წუთს, როცა იქ სიმშვიდეა, ან ტრანსპორტირების შესაძლებლობაა".

სტრუიკმა თქვა, რომ 500-ზე მეტი სამოქალაქო პირი განაგრძობს  ქალაქის აზოტის ქიმიური ქარხნის თავშესაფარში ყოფნას, რომელიც ხელისუფლების თქმით, რუსული ძალების ინტენსიური დაბომბვის სამიზნე იყო.

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი ჰეიდეიმ  უკრაინულ ტელევიზიას განუცხადა, რომ რუსული ბატალიონის კიდევ ორი ტაქტიკური ჯგუფი გადავიდა ტერიტორიაზე თავიანთი ძალისხმევის გასაძლიერებლად. მისი თქმით, რუსული ძალები აგრძელებენ უკრაინული ძალების ალყაში მოქცევის მცდელობას  სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკში.

 

close დახურვა