უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალებმა დნიპროს რეგიონზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.
დნიპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორის ვალენტინ რეზნიჩენკოს თქმით, განადგურებულია დნიპროს აეროპორტი. მისივე თქმით, დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
"რაკეტები დაფრინავენ და დაფრინავენ", - ამბობს გუბერნატორი.