logo
ENG



უკრაინულმა ძალებმა დონბასში სამი სოფელი გაათავისუფლეს

13 ივნ 202217:35
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/13/ndj2aecobm5xagu.png
УНИАН

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში სამი სოფელი გაათავისუფლეს. ინფორმაციას გაერთიანებული ძალები ავრცელებს.

მათივე ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა წინ 15 კმ-ით წაიწიეს.

"ფრონტზე მტრის არტილერია წუთითაც არ ჩერდება, თუმცა მტრის რიცხობრივი უპირატესობა არ ნიშნავს, რომ რაშისტები დაუსჯელები დარჩებიან. თითოეული ჩვენი პასუხი მნიშვნელოვან ზარალს აყენებს დამპყრობელს. დონბასში გარკვეული მიმართულებებით უკრაინის შეიარაღებული ძალები არა მხოლოდ თავს იცავენ, არამედ თანდათან წინ მიიწევენ"- ნათქვამია გაერთიანებული ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


close დახურვა