logo
ENG



უკრანაში, ქალაქ სკადოვსკის მერი და მისი მოადგილე გაიტაცეს

16 მარ 202216:34
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/16/cwmxpjvjb8u3sa7.jpg

რუსმა ჯარისკაცებმა უკრაინაში, ქალაქ სკადოვსკის მერი, ოლექსანდრ იაკოვლევი და მისი მოადგილე იური პალიუხი გაიტაცეს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ტვიტერზე წერს.

"სახელმწიფოებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა მოსთხოვონ რუსეთს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა გატაცებული უკრაინელი ჩინოვნიკი!" - წერს კულება.

11 მარტს უკრაინის პრეზიდენტის ადმინიტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მელიტოპოლის მერი რუსებმა გაიტაცეს. 12 მარტს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მელიტოპოლის გატაცებული მერი ცოცხალია, თუმცა რუსი ოკუპანტები მას აწამებენ. 

გარდა ამისა, დნეპროპრუდნის მერიც გატაცებულია ოკუპანტების მიერ, თუმცა მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.


close დახურვა