Edison Research-ის კვლევის შედეგებით, Საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ურჩევნია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ქართული ოცნების უმრავლესობაში დარჩენის ნაცვლად, პარლამენტის მმართველის როლში ახალი პარტია(ები) იხილოს.
ასე მოსახლეობის 59% ფიქრობს.
შესაბამისად, ქართული ოცნების უმრავლესობაში დარჩენას 41% ემხრობა.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა.
კვლევა 23 ივნისი - 13 ივლისის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 18 წლისა და მეტი ასაკის 2000 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 2.1%-ია.