logo
ENG



უმთავრესი მოთხოვნაა სისტემის შეცვლა - ნინო ბურჯანაძე

17 ნოე 201916:28
3 წუთის საკითხავი
 
xvu9c1hwbntjqiq.png

უმთავრესი მოთხოვნაა სისტემის შეცვლა, - ასე აფასებს ნინო ბურჯანაძე დღევანდელი აქციის მთავარ მიზანს. "ფორმულას" კითხვაზე რა შედეგს ელოდება დღევანდელი დღისგან, ბურჯანაძის თქმით, დღეს მნიშვნელოვანი დღეა რამდენიმე მიზეზის გამო:

"მნიშვნელოვანია, რომ ახალგზრდებმა სწორად დაინახეს სრულიად პოლიტიკური პარტიების ერთობა. მათ არ უნდა გაიმეორენ ჩვენი თაობის პროცესები, რადგან ხშირად ისე წარვმართავდით პროცესებს, რომ ერთმანეთის მტრად ვიქეცით. სწორია, რომ დღეს ერთად ვდგავართ. ჩვენ დღეს ვითხოვთ, რომ საქართველოს და მის მოსახლეობას მივცეთ საშუალება მიიღონ თავისუფალი არჩევნები და თავად გადაწყვიტონ, ვინ იყოს პარლამენტში და რა პროპორციით. ამიტომ მოვუწოდებ ხელისუფლებას ნუ დაიმშვიდებს თავს. იქნება კიდევ უფრო დიდი აქციები და ნუ მიიყვანს აქამდე საქმეს. ასეთ შემთხვევაში "ქართულ ოცნებასაც" ექნება შანსი, დარჩეს პოლიტიკაში. თუ ივანიშვილს სურს ჩაატაროს ვადამდელი არჩევნები, ჩაატაროს, მაგრამ მანამდე პროპორციული უნდა დადგინდეს. ორი აზრი არაა, ცესკოს შეცვლაც აუცილებელია და კიდევ სხვა მოთხოვნებია, მაგრამ უმთავრესი მიზანია სისტემის შეცვლა",-განმარტავს ბურჯანაძე. 


close დახურვა