logo
ENG



უმუშევრობა 17.6% გახდა -სოფელში მცხოვრებთა ნაწილი თვითდასაქმებულად აღარ ითვლება

28 დეკ 202014:31
3 წუთის საკითხავი
 

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა უმუშევრობის გაანგარიშების სტანდარტი შეცვალა. შედეგად, ადრე გამოქვეყნებულ მონაცემებთან შედარებით, უმუშევრობის დონე გაიზარდა და დასაქმების დონის მაჩვენებელი შემცირდა. 

საქსტატის მონაცემებით, ახალი გაანგარიშებით, ქვეყანაში უმუშევრობის დონე 17,6%-ია. ძველი გაანგარიშებით 11.6% იყო. 

ახალი გაანგარიშებით, თვითდასაქმებულთა ნაწილი დასაქმებულად აღარ ითვლება. კერძოდ, ამ დრომდე მოქმედი, 1982 წელს შემუშავებული მეთოდოლოგიით, თვითდასაქმებულად ავტომატურად ითვლებოდა სოფლად მცხოვრები ნებისმიერი მოქალაქე, მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არა მას სოფლიდან შემოსავალი. 

ახალი სტანდარტით თვითდასაქმებულად აღარ ითვლებიან საკუთარ ოჯახურ მეურნეობაში მომუშავე პირები, რომლებიც არ არიან ბაზარზე ორიენტირებულები და სასოფლო სამეურნეო პროდუქციას აწარმოებენ უმთავრესად (50%-ზე მეტი) საკუთარი მოხმარებისათვის.

აღნიშნული სტატუსის მქონე პირები გადაკვალიფიცირდნენ ან უმუშევართა კატეგორიაში, ან მოსახლეობაში სამუშაო ძალის გარეთ, იმის მიხედვით, ეძებდნენ თუ არა სამუშაოს და მზად იყვნენ თუ არა სამუშაოს დასაწყებად. 


close დახურვა