სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.6 პროცენტი შეადგინა.
ოქტომბერში სამომხმარებლო ფასები წინა წელთან შედარებით გაიზარდა:
თევზეულზე 20.2%,
ხორცი და ხორცის პროდუქტები 7.6 %),
ზეთი და ცხიმი 7.0%,
ყავა, ჩაი და კაკაო 5.7%,
ბოსტნეული და ბაღჩეული 4.1%,
პური და პურპროდუქტები 4%, რძე, ყველი და კვერცხი 0.6 %.
წინა წელთან შედარებით ფასები გაზრდილია ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები 10.6 %;
ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება 11.7 %;
ამასთან, ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: სკოლამდელი და დაწყებითი განათლება 8.8 %,
საშუალო განათლება 6.6 %
ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე:
ხილი და ყურძენი -4.5%,
შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული -3.3 %,
მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები -1.2 %
სტატისტიკის მიხედვით, ფასები შემცირდა უმაღლეს განათლებაზე -32.9 %.
