logo

უმცირესობა უმრავლესობის ქონებას ვერ დაიცავს - ტყის კოდექსის შეფასებები

clock 22 მაი 202020:10

მაღალი იერარქიის სასულიერო პირები ტყის მცველებად მოგვევლინებიან - ასე დაინახეს საკუთარი როლი თავად მიტროპოლიტებმა პარლამენტის მიერ ტყის კოდექსის დამტკიცების შემდეგ.

ცვლილებების მიხედვით, საპატრიარქოსთვის ტყის მასივის საკუთრებაში გადაცემა ხდება შესაძლებელი. სამოქალაქო სექტორი და ოპოზიციური სპექტრი ხელისუფლებას ეკლესიის წინასაარჩევნოდ მოსყიდვაში ადანაშაულებენ.

ცვლილებებს ანტიკონსტიტუციურს უწოდებენ რელიგიური უმცირესობებიც, რადგან ისედაც პრივილეგირებულ მართლმადიდებელ ეკლესიას დამატებითი ქონებრივი უფლებები ენიჭება.

ამ ბრალდებებზე საპასუხოდ სასულიერო პირები დღეს დისკრიმინაციულ რიტორიკას იყენებდნენ, - საპატრიარქოში მიაჩნიათ, რომ უმცირესობა უმრავლესობის ქონებას, ანუ ტყეს ვერ დაიცავს.

ჯერ-ჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა ტერიტორიების დაკანონებას შეძლებს საპატრიარქო ახალი კანონის მიხედვით.  არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ კანონპროექტის გასაჩივრებას საკონსტიტუციო სასამართლოში გეგმავს. 

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა