logo
ENG



უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

01 ივლ 202413:09
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/01/3gpx8v54gowoljn.gif

დღეიდან, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, 2024 წლის დეკემბრამდე უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იქნება.

უნგრეთის თავმჯდომარეობამ რამდენიმე პრიორიტეტი დაასახელა: ევროკავშირის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაზრდა, თავდაცვის პოლიტიკის გაძლიერება, თანმიმდევრული და დამსახურებაზე დაფუძნებული გაფართოების პოლიტიკა, არალეგალური მიგრაციის შეჩერება და ა.შ.

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა 6 თვეში ერთხელ იცვლება. უნგრეთმა ის ბელგიისგან გადაიბარა, დეკემბრიდან კი თავმჯდომარე ქვეყანა პოლონეთი გახდება.

 


close დახურვა