logo
ENG



უნდათ პუტინიზაცია, ტირანია - შოთა დიღმელაშვილი ივანიშვილზე

14 ნოე 201914:08
3 წუთის საკითხავი
 
e2txclubl0vszd9.jpg

მოძრაობა "ქვეყნის სამსახურში" წერვი შოთა დიღმელაშვილი საპროტესტო აქციებს აანონსებს და ამბობს, რომ დაიწყო ხელისუფელბის უზურპაცია. როგორც დიღმელაშვილმა "ფორმულასთან" საუბრისას განაცხადა, ივანიშვილი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. 

"ადამიანი ღიად ეუბნება საზოგადობას, რომ არ აინტერესებს რა უნდა საზგოადგების დიდ ნაწილს. მე ჩემს ძალოვნებს ვაყენებ და ახლა მე ვარ და ჩემი ნაბადიო. იციან, რომ არჩვენებს წაგეებენ და უნდათ პუტინიზაცია, ტირანია. ძალაუფლება რომ არ დათმონ, ამ ხერხებით ცდილობენ შენარჩუნებას. ესაა ძალაუფლების უზურპაცია და ეს არაა ლეგიტიმური ძალაუფლება, რადგან ხალხი მას არ ენდობა და ამას კვლევებიც ადასტურებს. დამნაშვეები არიან, რომელთა დანაშაულს ვიტანდით. ახლა გადაწყვეტს, რომ მოპარონ ქართველ ხალხს არჩევანი და ამას უნდა გასცეს ხალხმა საკადრისი პასუხი",- განამრტავს დიღმელაშვილი. 

მისივე თქმით, მმართველი გუნდიდან კონკრეტული პირების წასვლა კარგია, თუმცა ეს ადრე უნდა მომხდარიყო.  

"კარგია რომ გუნდი შიგნიდან ირღვევა, რაც 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დაიწყო. ვისურვებდი, ცოტა ადრე გაღვიძებოდათ თავმყოვარეობა. ამ შემთხვევაში დავიცავდით ხელისუფლების უზურპაციისგან ქვეყანას, მაგრამ რას ვიზამთ, პოლიტიკოსები მედროვეები არიან",- აცხადებს დიღმელაშვილი. 


close დახურვა