logo
ENG



უსუფაშვილი ოცნების მაჟორიტარების ინიციატივაზე: მმართველმა გუნდმა რეალობის შეგრძნება დაკარგა

06 დეკ 201911:18
3 წუთის საკითხავი
 
xy6shqv74zjq22o.jpg

„შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მმართველი პარტიის ხელში პროპორციული არჩევნები პრობლემების შექმნის იარაღად იქცა. როგორც უსუფაშვილმა „ქართული ოცნების“ მაჟრიტარი დეპუტატების საკანონმდებლო ინიციატივის შეფასებისას განაცხადა, უმრავლესობამ რეალობის გრძნობა დაკარგა.

„ხელისუფლება დღითი-დღე კარგავს რეალიზმის გრძნობას და თვლის, რომ თუ მეორე მხრიდან უფრო რადიკალურად შეუტევს სამართლიანი არჩევნების იდეას, ამითი გადააგორებს იმ დიდ უბედურებას, რაშიც ქვეყანა გახვია პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით. პროპორციული არჩევნები იყო ქვეყნის დამშვიდებისა და კონსოლიდაციის ინსტრუმენტი. ოცნების ხელში ის აღმოჩნდა პრობლემების შექმნის იარაღი“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 4 დეკემბერს საპარლამენტო უმრავლესობის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში საინიციატივო ჯგუფი დაარეგისტრირა. ჯგუფის მიზანი 2024 წელს საპარლამენტო არჩევნების სრულად მაჟორიტარული სისტემით ჩატარებაა. 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ 2024 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება და ხუნდაძის ინიციატივა ინიციატივად დარჩება.

 


close დახურვა