logo
ENG



უცხოელი აგენტების კანონი - შაბათის ფორმულა

18 თებ 202320:41
3 წუთის საკითხავი
 

კანონპროექტი უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ, ხალხის ძალამ მოამზადა და მმართველი პარტიაც, სასწრაფოდ დაეთანხმა. უფრო მეტიც, ირაკლი კობახიძეს, ერთ-ერთ ინტერვიუში წამოსცდა, რომ პროექტი უფრო ხისტი იყო და ის წარდგენამდე თავად "შეარბილა", ანუ ქართული ოცნება ნადირობის ახალ სეზონს ხსნის და ყველა განსხვავებული აზრის კრიტიკულ ორგანიზაციას, ვისაც არც ბიუჯეტი და არც ოლიგარქი აფინანსებს - გაქრობით და დაპატიმრებით ემუქრება. კანონპროექტი პირდაპირ წერია, თუ რომელიმე ორგანიზაცია, დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს, ის უცხო ქვეყნის გავლენის აგენტად უნდა გამოცხადდეს.


close დახურვა