პროფესიული ჯგუფების პროტესტი ფართოვდება. უკვე 20 დღეა, საქართველოში უწყვეტი აქციები მიმდინარეობს. არ რჩება საზოგადოების არც ერთი სეგმენტი, რომელიც ევროპული არჩევანის დასაცავად ქუჩაში არ გამოდის. ორი მოთხოვნა - პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნები. დღეს მსვლელობა გამართეს ტურიზმისა და მომსახურების სფეროში ჩართულმა მოქალაქეებმა. ტრადიციულად აქტიური იყვნენ სტუდენტები. მწვავე გზავნილები და საინტერესო პერფორმანსი ჰქონდათ რესტორატორებს.