ორხევში, თეთრიხევის დასახლებაში 5 დღეა მოსახლეობას სასმელი წყალი შეზღუდულად ან საერთოდ არ მიეწოდება. მიზეზი ის დაზიანებული მილსადენებია, რომლებიც დასახლებას წყალმომარაგებით უზრუნველყოფს. უწყლოდ დარჩენილი ათეულობით ოჯახი განსაკუთრებით პანდემიის პირობებში გაუსაძლის მდგომარეობაზე ლაპარაკობს. ამბობენ, რომ დახმარების თხოვნით მუნიციპალიტეტის გამგეობას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.
უწყლობა თეთრიხევის დასახლებაში
09 აგვ 202120:13
3 წუთის საკითხავი