logo
ENG



ფავლენიშვილი: ენმ-ს წევრი პოლიციამ გაიტაცა

08 ნოე 202113:08
3 წუთის საკითხავი
 

აქტივისტ ირაკლი ფავლენიშვილის ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობის წევრი ვანო მაღალაშვილი პოლიციამ პარლამენტის უკანა შესასვლელიდან გაიტაცა. 

"ინტერვიუ მივეცით, ვსაუბრობდით და უცბად - თქვენს სატელევიზიო კომენტართან დაკავშირებით საქმე გვაქვსო და მანქანაში ჩატენეს. ქართული ოცნების ბოლო რეპრესიული გაბრძოლება!" - წერს ფავლენიშვილი.

ფორმულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.


close დახურვა