logo
ENG



ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება

30 ივლ 202617:25
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/30/h6cgbmnkdeqyglz.png

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს, 15:00 საათზე გაიმართება. ეს დღევანდელი პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. 

"ეს არ იქნება გრანდიოზული ყრილობა, მორიგი ტექნიკური ყრილობაა. დელეგატების რაოდენობა დაახლოებით 250-დან 300 - კაცამდე განისაზღვრა. ამ დელეგატების მოწვევის წესიც დადგინდა და განისაზღვრა. დედაქალაქიდან, რეგიონებიდან, ასევე, ცენტრალური ოფისი წარმოადგენს დელეგატების ნაწილს", - განაცხადა ყრილობის შემდეგ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა. 

მისივე თქმით, დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომაზე დაინიშნა საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც ყრილობას მოამზადებს. ის 7 წევრით განისაზღვრა. 

ყრილობაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. 

ცნობისთვის, ყოფილ თავმჯდომარეს თინა ბოკუჩავას პარტიის წესდებით განსაზღვრული 2-წლიანი უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის 8 ივლისს ამოეწურა. აღსანიშნავია, რომ ის დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომას არ ესწრებოდა. 


close დახურვა