ფარავნის ტბაში მოზარდი დაიხრჩო. როგორც ადგილობრივი სათემო რადიო ნორი იუწყება, შემთხვევა 2 ივლისს მოხდა.
რადიოს ცნობით, მოზარდი წყალში ღამის საათებში საბანაოდ შევიდა.
ცხედარი ტბიდან მყვინთავებმა ამოიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.