სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთი ვერ შეუწყობს ხელს უცხოელი ტურისტების უკრაინაში სომხეთის ტერიტორიის გავლით გადაყვანას. ამის შესახებ ფაშინიან Twitter-ზე წერს.
"აშკარაა, რომ სომხეთი, რომელმაც ორი წლის წინ მთიან ყარაბაღში დაქირავებული ტერორისტების ჩართვა განიცადა, არასდროს შეუწყობს ხელს უცხოელი ტერორისტების უკრაინაში გადაყვანას და განლაგებას სომხეთის ტერიტორიის გავლით", - წერს ფაშინიანი.
11 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებებში "მოხალისეების" ჩართვას აპირებს.
პენტაგონის ინფორმაციით, კი მოსკოვი ცდილობდა, უკრაინის საბრძოლო მოქმედებებში სირიელი მებრძოლები ჩაერთო.
პენტანგონის 31 მარტის განცხადებითვე, დაჯგუფება ვაგნერის 1000-მდე მებრძოლი დონბასის რეგიონშია.
ვაგნერი არაოფიციალური სამხედრო ქვედანაყოფია, რომელიც არ ირიცხება რუსეთის სამხედრო უწყების ბალანსსა და იურიდიული პირების რეესტრში.
სხვადასხვა ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ვაგნერის დაქირავებული პირები მონაწილეობენ სირიასა და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. დაჯგუფება სისასტიკით არის გამორჩეული.