შეეძლო თუ არა სახელმწიფოს და სისტემას 34 წლის ქალის სიცოცხლის გადარჩენა? ფემიციდის მორიგი შემთხვევა აჭარაში. რძლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია მამამთილი, დანაშაული სანადირო თოფითაა ჩადენილი, მსხვერპლის მცირეწლოვანი ბავშვების თანდასწრებით. ირკვევა, რომ ოჯახში კაცი მანამდეც ძალადობდა, ამის შესახებ კი სამართალდამცველებისთვისაც იყო ცნობილი.