logo
ENG



ფერაძე რესტორნების პროტესტზე: გარკვეული ჯგუფია, რომელიც მსგავს მოთხოვნებს აყენებს

03 თებ 202111:55
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/03/zhhx3j9v0fjrncq.jpg

შრომის ინსპექციის დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე რესტორნების პროტესტთან დაკავშირებით ამბობს, რომ ეს გარკვეული ჯგუფია, რომელიც მსგავს მოთხოვნებს აყენებს, რესტორნების აბსოლუტური უმრავლესობა კი მთავრობის მოთხოვნებს იზიარებს.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საჭიროების შემთხვევაში, რესტორატორებს შეხვდება. ის იმედს გამოთქვამს, რომ რესტორნების მხრიდან "ასეთი რადიკალური ღონისძიება" არ იქნება განხორციელებული.

"არ შეიძლება ვისაუბროთ, რომ ეს არის რესტორნების აბსოლუტური უმრავლესობა, ეს არის რესტორნების გარკვეული ჯგუფი, რომლებიც მსგავს მოთხოვნებს აყენებენ და ჩვენ ასევე გვაქვს ძალიან ბევრ რესტორანთან კომუნიკაცია, რომლებიც გვეუბნებიან, რომ მათთვის არ არის დღეს პრიორიტეტი სამუშაოების განხორციელების უფლების მიღება, ვინაიდან აქ სხვადასხვა მიმართულებით გარკვეული პრობლემები წარმოიქმნება.

რესტორნების აბსოლუტური უმრავლესობა სრულად იზიარებს მოთხოვნებს და მიყვება მთავრობის მიერ დაანონსებულ ეტაპობრივი გახსნის პროცესს და ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, არიან გარკვეული ჯგუფი, რომელიც ამბობს, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია გახსნა. ამიტომ ამ ორი ჯგუფის ინტერესები უნდა იყოს ერთად შეჯერებული, ჩვენ კიდევ ერთხელ, საჭიროების შემთხვევაში, შევხვდებით, გვექნება მათთან კომუნიკაცია და მაქვს იმედი, რომ შაბათს ასეთი რადიკალური ღონისძიებები მათი მხრიდან არ იქნება განხორციელებული", - თქვა ფერაძემ.

მისივე განცხადებით, თუ რესტორნები თვითნებურად მაინც გაიხსნება, დაჯარიმდებიან.

"მაქვს იმედი, რომ კვირის განმავლობაში კონსენსუსამდე მივალთ და ასეთი რადიკალური ზომები არ იქნება განხორციელებული მათი მხრიდან, ვინაიდან ამის საფუძველი, ბუნებრივია, არ არსებობს. თუ ამის უკიდურესი აუცილებლობა დადგება და იმედი მაქვს, რომ ამ დონეზე არ მივა ჩვენი ურთიერთობა, სანქცია, ბუნებრივია, იქნება გამოყენებული, ეს არის ფიზიკური პირის მიმართ 2 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირისი მიმართ - 10 000 და განმეორება იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რაც ასევე იწვევს დალუქვას და სხვა კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს მსგავსი ობიექტების მიმართ", - განაცხადა ფერაძემ.

სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებმა დაუმორჩილებლობის გამოცხადება და თვითნებურად გახსნა 6 თებერვლისთვის დააანონსესგასტრონომიის ასოციაციის ხელმძღვანელმა, ლევან ქოქიაშვილმა თქვა, რომ დაჟინებული მცდელობის მიუხედავად, მთავრობა მათ ინტერესებს არ ითვალისწინებს და შესაბამისად, დაუმორჩილებლობა ერთადერთ გამოსავლად დარჩა. 

სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები რამდენიმე კვირაა, გახსნას ან გახსნის გეგმას ითხოვენ და აცხადებენ, რომ სამსახურის და შემოსავლის გარეშე 250 ათასზე მეტი ადამიანი დარჩა. მათი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ეს სფერო დროზე არ გაიხსნება, კაფე-ბარების და რესტორნების უდიდესი ნაწილი გაკოტრდება და ფუნქციონირებას ვერც აღადგენს. 


close დახურვა