logo
ENG



6 თებერვალს რესტორნების თვითნებურად გახსნა იგეგმება

02 თებ 202121:06
3 წუთის საკითხავი
 
6 თებერვალს რესტორნების თვითნებურად გახსნა იგეგმება

შაბათს, 6 თებერვალს რესტორნები დაუმორჩილებლობას და ბიზნესის გახსნას გეგმავენ. ამის შესახებ გასტრონომიის ასოციაციის ხელმძღვანელი, ლევან ქოქიაშვილი ფეისბუქის გვერდზე წერს.

"სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის მოლოდინი სამწუხაროდ არ გამართლდა, გონივრული გამოსავლის პოვნის ნაცვლად ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაც გადაიდო და არ შედგა. რადგან სხვა გამოსავალს, მიუხედავად დაჟინებული მცდელობისა, ვერ ვხედავთ, გადავწყვიტეთ შაბათს, 6 თებერვალს გავხსნათ რესტორნები.

აქვე განვმარტავთ, სრულად ვიაზრებთ ჩვენი გადაწყვეტილების ყველა ასპექტს და არც ჩვენთვის გახლავთ ამგვარი გადაწყვეტილების მიღება იოლი", - გასტრონომიის ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან ქოქიაშვილი.


close დახურვა